• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
შეთანხმება შედგა - ნეიმარი სანტოსში რჩება
ფეხბურთიფეხბურთი

შეთანხმება შედგა - ნეიმარი სანტოსში რჩება

01 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრაზილიური Globo-ს ინფორმაციით, საგა დასრულდა.


სანტოსმა ნეიმართან კონტრაქტის განახლება საბოლოოდ შეათანხმა და ფეხბურთელი ვილა ბელმიროზე 2026 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება.


მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა გაგრძელდა. ეს უკვე მესამე შეთანხმებაა ნეიმარის სანტოსში დაბრუნების შემდეგ, ამჯერად უფრო გრძელვადიანი, 2025 წელს გაფორმებული ორი ექვსთვიანი კონტრაქტის დამატებით.


მოსალოდნელია, რომ კლუბი უახლოეს საათებში ოფიციალურად გამოაცხადებს ახალი კონტრაქტის შესახებ, რომელიც 10 ნომრის მქონე ფეხბურთელს ვილა ბელმიროზე მარსელო ტეშეირას პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე დატოვებს.


ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კლუბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი ნეიმარის დარჩენის საკითხში.


ნეიმარის მოქმედი კონტრაქტი 31 დეკემბერს იწურებოდა და ხელმძღვანელობა ელოდა, რომ საკითხი ხელშეკრულების ბოლო დღეებამდე გაიწელებოდა. 10 ნომრის შენახვა კლუბს თვეში დაახლოებით ოთხი ან ხუთი „ჩვეულებრივი“ ფეხბურთელის ხელფასის ტოლფასი უჯდება.


ნეიმართან შრომითი კონტრაქტის გარდა, სანტოსს ასევე აქვს გამოსახულების უფლებების ხელშეკრულება NR Sports-თან, კომპანიასთან, რომელიც ფეხბურთელის მშობლებს ეკუთვნით. მისი ღირებულება 85 მილიონი რეალია და კლუბმა თანხა 2026 წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს.


თავიდანვე პროექტი დაგეგმილი იყო 2026 წლის შუა პერიოდამდე, როდესაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. კლუბს არასდროს განუხილავს თავისი კერპის გაშვება.


სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელმა ყურადღება მარცხენა მუხლის მენისკის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციაზე გადაიტანა, რაც სავარაუდოდ თამაშს თებერვლის შუა რიცხვებამდე ჩამოაშორებს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ნეიმარი
სანტოსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვიტინიას აღიარება: რატომ ჩავარდა მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიტინიას აღიარება: რატომ ჩავარდა მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი დღეა" - ნეიმარი როდრიგოს ტრავმაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი დღეა" - ნეიმარი როდრიგოს ტრავმაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარის შესაძლო დაბრუნება ბრაზილიის ნაკრებში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარის შესაძლო დაბრუნება ბრაზილიის ნაკრებში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,რთულია, იყო ნეიმარი" - ანჩელოტის მოლოდინი და გამოტოვებული მატჩი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,რთულია, იყო ნეიმარი" - ანჩელოტის მოლოდინი და გამოტოვებული მატჩი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

08 მარ, 2026

ვიტინიას აღიარება: რატომ ჩავარდა მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო?

News image

03 მარ, 2026

,,ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი დღეა" - ნეიმარი როდრიგოს ტრავმაზე

News image

04 მარ, 2026

ნეიმარის შესაძლო დაბრუნება ბრაზილიის ნაკრებში

News image

11 მარ, 2026

,,რთულია, იყო ნეიმარი" - ანჩელოტის მოლოდინი და გამოტოვებული მატჩი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება