კრიშტიანუ რონალდუს დედამ დოლორეს ავეირუმ მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშთან კონფლიქტისა და პორტუგალიის ნაკრების ბანაკიდან შვილის წასვლის შესახებ ისაუბრა.
71 წლის ქალბატონმა ემოციები ვერ დაფარა და აღნიშნა, რომ მომხდარი მისთვის ნამდვილი შოკი იყო.
„გულდაწყვეტილი ვარ, რაც ნორმალურია. ეს იყო შოკი - ჩემს შვილს შეეძლო მთავარი კარით წასულიყო, თუმცა უკანა კარით წავიდა. მაგრამ არაფერია, უფალი ყველაფერზე იზრუნებს... ოდნავ ვიტირე კიდეც. ემოციების გამოშვებაც კარგია, ახლა ეს გვერდი უნდა გადავფურცლოთ.
მან მითხრა: „დედა, ნუ ნერვიულობ, სიმართლეს მაშინ მოგიყვები, როცა ყველანი ერთად ვიქნებითო“. მე კი ვუპასუხე: „კარგი, შვილო, ეს უნდა გადავიტანოთ-თქო“. სულ ეს იყო.
ვუთხარი დამშვიდებულიყო, მაგრამ მან თავისი ჭკუით გადაწყვიტა ასე მოქცეულიყო. ვნახოთ. მხარი დავუჭირე, თუმცა ამან ვერ უშველა.
მაგრამ არაფერია, მან პორტუგალიას ბევრი რამ მისცა, ამიტომ ის ყოველთვის ჩვენთან იქნება.
კრიშტიანუ ყოველთვის იყო პორტუგალიის გმირი. მას ისე არ აფასებენ, როგორც იმსახურებს. კრიშტიანუს არ აფასებენ", - განაცხადა დოლორეს ავეირუმ.