UFC-ის ამერიკელი მებრძოლის, შონ ო'მალის რეაქცია ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლაზე.
„ჯანდაბა! 2-3-2 კომბინაცია იყო?! ჯანდაბა! ისლამი თოფურიას წინააღმდეგ აუცილებლად უნდა შედგეს.
ის ჯონ ჯონსის დონეზე დგას. ვოლკი დააგდო, მაქსი [ჰოლოუეი] დააგდო, ახლა ოლივეირაც მიაყოლა. შემდეგი ისლამია ზედა წონაში?!
ჯანდაბა! ვის ენდომება ილიასთან ჩხუბი შემდეგში? მადლობა ღმერთს, რომ ჩემი გამოწვევა არ მიიღო.
ილიამ ისლამთან უნდა იჩხუბოს. თუ ისლამი ახლა წააგებს, ბრძოლა ისეთივე ვეღარ გამოვა. მაგრამ, თუ ისლამმა მადალენას მოუგო და ილიასთან ქვე-მსუბუქში იჩხუბა...ეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა იქნება.
ვოლკის, ჰოლოუეის და ოლივეირას გათიშვა უბრალოდ დაუჯერებელია. ილია ნამდვილი სუპერვარსკვლავია." - ამბობს შონ ო'მალი ბრძოლაზე რეაქციის თავის ვიდეოში.
ო'მალი ილიასთან ჩხუბს ჩიტო ვერასთან საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ ზედიზედ ორჯერ მერაბ დვალიშვილთან დამარცხდა.