მერაბ დვალიშვილმა არიელ ჰელუანისთან ინტერვიუში ახსნა, თუ რატომ აღარ სპარინგობს ილია თოფურიასთან.
"ილია ძალიან ორგანიზებულია. ის ყველაფერს წინასწარ ხედავს და ამისთვის მუშაობს, მას გეგმები აქვს.
მასთან სპარინგი აღარ შემიძლია, რადგან ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. მან ტანში დარტყმებით ორჯერ დამაგდო.
მადლობა ღმერთს ჩემი თავი კარგადაა. ყოველ ჯერზე, როცა მასთან სპარინგს ვამთავრებ, ბედნიერი ვარ და ვამბობ: "მადლობა ღმერთო, რომ ეს დასრულდა!" - თქვა დვალიშვილმა ჰელუანისთან.
თოფურია P4P რეიტინგის ისტორიაში მე-10 ლიდერია