The Ariel Helwani Show-ში სტუმრობისას UFC-ის ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგის ლიდერები დაასახელა.
პირველ ადგილზე დვალიშვილმა ილია თოფურია დააყენა: "დაუმარცხებელი ილია. მისი ბოლო სამი მოგება შესანიშნავი იყო."
მეორე ადგილზე ქართველმა ისლამ მახაჩევი დააყენა, მესამეზე უმსუბუქესი წონის ჩემპიონი ალეშანდრე პანტოჟა.
მეოთხე ადგილი კი მერაბისგან ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ თავად მას ერგო, რასაც წამყვანი არ დაეთანხმა.
„ზედმეტად თავმდაბლურად შეაფასე. უფრო მაღალ პოზიციას იმსახურებ." - უთხრა წამყვანმა დვალიშვილს მისი ოთხეულის მოსმენისას.