მერაბ დვალიშვილის თქმით, ის ილია თოფურიას აღარ ესპარინგება.
„თოფურიას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს და ვეღარ ვესპარინგები.
მან ორჯერ ტანში დარტყმით დამაგდო, კიდევ კარგი თავი გადამირჩა.
როცა სპარინგი დასრულდა, ვთქვი: "ღმერთო, მადლობა." - აღნიშნა ქვე-მსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა The Ariel Helwani Show-ში საუბრისას.
UFC 316-ზე დვალიშვილმა შონ ო'მალი მეორედ დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა, UFC 317-ზე კი თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას პირველივე რაუნდში მოუგო და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.