პედი პიმბლეტის და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა UFC 319-ის ღონისძიებაზე გაიმართება.
ამის შესახებ UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონმა, დრიკუს დუ პლესიმ განაცხადა, რომელიც ამავე ივენთზე ხამზატ ჩიმაევს დაუპირისპირდება.
UFC 319 ჩიკაგოში, 17 აგვისტოს გაიმართება.
დუ პლესის და ჩიმაევის ბრძოლა საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება, პიმბლეტისა და გეიჯის კი - თანამთავარი, ასევე 5-რაუნდიანი.
ჯერჯერობით UFC-ის ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.