უიმბლდონის ძირითადი ბადის პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერი, ლორენცო მუსეტი დაამარცხა.
შეხვედრა 2 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა და ბასილას გამარჯვებით ოთხ სეტში, 6:2 4:6 7:5 6:1 დასრულდა.
ბასილაშვილმა თამაში 15 ეისით და ოთხი ორმაგი შეცდომით დაასრულა, მუსეტიმ კი 6 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ქართველისთვის ეს უიმბლდონის ძირითად ბადეში 2022 წლის შემდეგ პირველი გამარჯვებაა. კარიერაში საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე ბასილას მესამე წრე აქვს, სადაც ის 2015 და 2022 წლებში გავიდა.
მომდევნო შეხვედრაში ბასილაშვილი კიდევ ერთ იტალიელს, ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება.