მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
28 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუთგეიტმა, ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.
თავდაპირველ განაცხადში ორი კვირის წინ სპეციალისტმა 33 ფეხბურთელი შეიყვანა, ახლა კი ევროს მიღმა კიდევ შვიდი მოთამაშე დატოვა. განაცხადიდან ამოვარდნენ: ჯეიმს ტრაფორდი (ბარნლი), ჰარი მაგუაიერი (მან იუნაიტედი), ჯარედ ბრენტვეიტი (ევერტონი), ჯარელ ქუანსა, კურტის ჯონსი (ორივე ლივერპული), ჯეკ გრილიში (მან სიტი) და ჯეიმს მედისონი (ტოტენჰემი). გავრცელებული ცნობებით, მაგუაიერს ტრავმა აქვს, სხვა ყველა კი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა საბოლოო სიაში.
მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), აარონ რამსდეილი (არსენალი)
მცველები: ლუის დანკი (ბრაიტონი), ჯო გომესი (ლივერპული), მარკ გეიჰი (კრისტალ პალასი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), ლუკ შოუ (მან იუნაიტედი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), ჯონ სტოუნსი, კაილ უოკერი (ორივე მან სიტი)
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (რეალი), დეკლან რაისი (არსენალი), კობი მეინუ (მან იუნაიტედი), კონორ გალაჰერი (ჩელსი), ტრენტ ალექსანდრ არნოლდი (ლივერპული), ადამ უორტონი (კრისტალ პალასი)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა), აივენ ტოუნი (ბრენტფორდი), ბუკაიო საკა (არსენალი), კოულ პალმერი (ჩელსი), ფილ ფოდენი (მან სიტი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ეჩევერი ეზი (კრისტალ პალასი), ჯარედ ბოუენი (ვესტ ჰემი).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
1 დღის წინ
12 საათის წინ
12 საათის წინ