ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, სიდნი სვინიმ, კრიშტიანუ რონალდუს მიმართ სიმპათიები საჯაროდ გამოხატა და ის თავის საყვარელ ფეხბურთელად დაასახელა.
ვარსკვლავი ახლახან პორტუგალიას ეწვია, სადაც ჟოზე ალვალადეს სტადიონზე სპორტინგისა და ესტორილის მატჩს დაესწრო. თამაშის შემდეგ სუინიმ მოედანზე ბურთით საკუთარი უნარებიც აჩვენა, რაც სოციალურ ქსელებში სწრაფად გავირუსდა.
კრიშტიანუ რონალდუ ჩემი საყვარელი ფეხბურთელია. მე კონკურენტუნარიანი ადამიანი ვარ და ფეხბურთელი რომ ვიყო, ის ჩემი შთაგონების წყარო იქნებოდა
მიუხედავად იმისა, რომ სუინის ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ საფეხბურთო კლუბს გულშემატკივრობს ოფიციალურად, მან სიმპათია იტალიური ინტერის მიმართაც გამოხატა. პორტუგალიაში ვიზიტის შემდეგ კი ნათელია, რომ სპორტინგსა და რონალდუს მის გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.