მოჰამედ სალაჰმა ლივერპულში საკუთარი წარმატების „საიდუმლო“ გაამხილა.
ზაფხულში, როდესაც ეგვიპტელი თავდამსხმელი ენფილდს ცხრა წარმატებული სეზონის შემდეგ დატოვებს, ის უკან იხედება და იხსენებს იმ ძალას, რომელიც მას მუდმივად წინ უბიძგებდა.
გზა ლეგენდარულობამდე
სალაჰმა ლივერპულის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 257 გოლი გაიტანა. ამ შედეგით ის კლუბის ისტორიაში მხოლოდ იან რაშსა (346) და როჯერ ჰანტს (285) ჩამორჩება. 33 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად რვა ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ის პრემიერლიგის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო ბომბარდირი და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი უცხოელი ფეხბურთელია.
სტივენ ჯერარდთან ინტერვიუში სალაჰმა აღიარა, რომ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა სხვებისგან განსხვავებული ყოფნის სურვილი იყო:
ვიტყოდი, რომ ეს სურვილია. ნამდვილად მინდა წარმატებას მივაღწიო. ნამდვილად მინდა, რომ ამ კლუბში დავამახსოვრდე. პირველი სეზონის შემდეგ მივხვდი, რომ მინდოდა, ხალხს დავმახსოვრებოდი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო. რაღაცნაირად თავში გამიჯდა აზრი, რომ მინდოდა, ხალხს თქვენზე და კენი მეტად დავმახსოვრებოდი. არ ვცდილობ უხეში ვიყო! ვიცი, რომ ვერ დამიმახსოვრებენ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს
თავდაუზოგავი შრომა
სალაჰის თქმით, სწორედ ამ ამბიციამ აიძულა ის, ყოფილიყო ყველაზე დისციპლინირებული მოთამაშე გუნდში:
რაღაცამ გამაგიჟა და მიბიძგა, ბევრი მემუშავა, ვარჯიშზე პირველი მივსულიყავი, დარბაზში მემუშავა და ყველაფერი სწორად გამეკეთებინა. მინდოდა, ხალხს ყოველთვის შევექე ჩემი შრომისთვის. ეს მხოლოდ სურვილია, მეტი არაფერი