მანჩესტერ სიტიმ აიუბ ბუადისთან პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას მიაღწია.
ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს.
18 წლის ნახევარმცველმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, ახლა კი სიტის შემდეგი ნაბიჯი ლილთან შეთანხმების საბოლოოდ მიღწევა იქნება.
ბუადის სურვილია, მანჩესტერ სიტის შემადგენლობას ახლავე შეუერთდეს და არა 2027 წლის ზაფხულში, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
ახალგაზრდა მაროკოელმა მოთამაშემ თავი მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა და გრანდების ყურადღებაც მიიქცია.