• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ბარსაში? - ის ვინც ფლიკის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება
ფეხბურთიფეხბურთი

მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ბარსაში? - ის ვინც ფლიკის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კატალონიელების გასაჭირი


შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ, ბოლო წლებში ბარსელონას ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ნახევარდაცვაა - ასპექტი, სადაც რთულ მომენტებში გუნდს ყველაზე მეტად უჭირს. იმის გასახსენებლად, თუ როდის იყო ბოლოს კატალონიელთა შუახაზი ბოლომდე გამართული 2015 წელში უნდა დავბრუნდეთ - მაშინ, როდესაც ბარსელონამ უკანასკნელად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ბუსკეცი, რაკიტიჩი, ინიესტა და ჩავი სათადარიგო სკამიდან - ამ სეზონის შემდეგ ჩავი წავიდა, თუმცა ძირითად სამეულს იდეალურად აღარასოდეს უთამაშია, რა თქმა უნდა იგულისხმება ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი დაპირისპირებები. 


კატალონიელთა ცენტრი გონებრივი და ტექნიკური შესაძლებლობების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა, თუმცა ყოველთვის იჩაგრებოდა შედარებით სწრაფ თუ ძალისმიერ გუნდებთან. მიდიოდნენ და მოდიოდნენ ნახევარმცველები, თანამედროვე ფეხბურთის გიჟურ ტემპში კი ბუსკეცი შენელებული კადრივით იკარგებოდა, ვერც მისი კოლეგები ბრწყინავდნენ - რაც ლოგიკურად, ატლეტიკოთი, იუვენტუსით, რომათი, ლივერპულითა თუ პარი სენ-ჟერმენით მთავრდებოდა. 



იყო არაერთი იმედის ნაპერწკალი, მათ შორის ყველაზე დიდი ფრენკი დე იონგი - არც ნიდერლანდელი აღმოჩნდა ის რაც ბარსელონას სჭირდებოდა. ხოლო ის ვისაც პოტენციურად კატალონიური გუნდის პრობლემების მოგვარება შეეძლო, როგორც ბარსელონას შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე, იქვე იყო - ვერ შეამჩნიეს თუ არ, ფაქტია, როდრიგო ერნანდეს კასკანტემ ვილიარეალიდან ჯერ ატლეტიკოს მიაშურა, ხოლო შემდეგ არც პეპ გვარდიოლას თვალს გამოეპარა.


როგორ გახდა როდრი მსოფლიოს საუკეთესო


2019 წელს როდრი მანჩესტერ სიტიმ 70 მილიონ ევროდ შეიძინა - 190 სანტიმეტრი სიმაღლის ფიზიკურად ძლიერი არასტანდარტული ესპანელი ნახევარმცველი მალევე გახდა გვარდიოლას გუნდის ხერხემალი. სწორედ კევინ დე ბრუინის, ბერნარდო სილვასა და ილქაი გუნდოგანის უკან მოქმედი როდრი იყო მან სიტის მთავარი მოტორი - ეს ყველაზე უკეთ 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოჩნდა, სადაც გვარდიოლამ სეზონის ყველა მატჩის ჩამტარებელი ერნანდესი სათადარიგო სკამდე დატოვა და ფინალიც წააგო.


2023-24 წლებში მანჩესტერ სიტი ზედიზედ 74 მატჩი არ მარცხდებოდა, როდესაც მოედანზე ესპანელი ნახევარმცველი იმყოფებოდა - მათ შორის როდრიმ 53 მატჩი განვლო დაუმარცხებლად პრემიერ ლიგაში. ზედიზედ ოთხჯერ გახდა ჩემპიონი და გუნდში საკვანძო როლთან ერთად, რაც ზუსტ პასებს, ფინალური მესამედში გარღვევებსა თუ ბურთის დაბრუნების ასპექტებში ლიდერობას გულისხმობს, არაერთხელ დადგა სცენაზე ყველაზე საჭირო მომენტში.


როდრი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ინდივიდუალური ჯილდოებით დამშვენებულ ფეხბურთელად - ესპანელის სატიტულო კაბინეტში უამრავ უმაღლეს საკლუბო თუ სანაკრებო ტიტულთან ერთად იხილავთ ისეთ ჯილდოებს, როგორებიცაა: ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, უეფას ერთა ლიგის ფინალური ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და რა თქმა უნდა, ოქროს ბურთის მფლობელი - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.




ქლაჩი


ქლაჩი ინგლისური სიტყვაა და გადამწყვეტ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედების შესრულება ნიშნავს - მოქმედება, რომელიც ფეხბურთში ძალიან ფასდება და ხშირად გულშემატკივრების დებატების გამარჯვებული სწორედ ქლაჩ ფეხბურთელი ხდება ხოლმე. როდრი კი ამ ტერმინის ზუსტი გამოხატულებაა - ის რაც ბარსელონას ნახევარმცველებს ერთეული გამონაკლისების გარდა ყოველთვის აკლდათ. 


ვილიარეალსა და ატლეტიკოში თამაშისგან განსხვავებით, როდრიმ მან სიტიში გოლების გატანაც დაიწყო. რეკორდულად შედეგიანი გამოდგა მისი საოქროსბურთე სეზონი - 2023/24 წლებში ჩამშლელმა მარტო პრემიერ ლიგაშ 17 გოლსა და საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. სულ ესპანელმა ინგლისის ჩემპიონატში 23-ჯერ გაიტანა, მათ შორის იყო უმნიშვნელოვანესი გოლები - როდრი თავს მხოლოდ შიდა ჩემპიონატში არ იჩენდა.


ემირეითსზე, არსენალთან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გამარჯვების მომტანი გოლი. 2022.



ბოლო ტურში, ასტონ ვილასთან გატანილი გამათანაბრებელი გოლი, რომელსაც საბოლოოდ სიტის გამარჯვება და პრემიერ ლიგის მოგება მოჰყვა. 2022.


კიდევ ერთი საოცარი გასროლა - ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის კარში. 2023.


მანჩესტერ სიტის ნანატრი ტიტული და მატჩის გმირი. 2023.


2023/24 წლის რეკორდულ სეზონში როდრიმ ორივე მატჩში აიღო ჩელსის კარი - ორივე შემთხვევაში მატჩის ბოლო წუთებში.


სამწუხაროდ როდრიმ გაგვიტანა ევროზე გამათანაბრებელი გოლი - რის ხარჯზეც ესპანეთმა საქართველოსთან ტაიმი არ დათმო.


სამშობლოში დაბრუნება


ერნანდესის მნიშვნელოვანი გოლების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამ ჩამონათვალიდანაც გასაგებია თუ რისი თქმა მინდა - ბარსელონა იმატებს იდეალურ ნახევარმცველს, რომელსაც გადამწყვეტ მომენტებში თამაშის საკუთარ თავზე აღებაც იდეალურად შეუძლია. 


ჩავარდნილი, მძიმე ტრავმიანი 2025/26 წლის სეზონის შემდეგ, ბევრი ესპანელისგან ბევრს აღარაფერს მოელოდა, თუმცა როდრიგომ კიდევ ერთხელ დააქამბექა და მუნდიალზე ფენომენალური ფეხბურთი ითამაშა - მოიგო მსოფლიო თასი და გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. შეუერთდა იმ ელიტარული ფეხბურთელების სიას, რომლებმაც მსოფლიო თასი, ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა თასი/ლიგა და ოქროს ბურთი მოიგეს - ესპანელამდე იგივე შედეგს გერდ მიულერმა, ფრანც ბეკემბაუერმა და ზინედინ ზიდანმა მიაღწიეს.

ნახევარმცველმა მანჩესტერის ხელმძღვანელობას მკაფიოდ დაუფიქსირა რომ ახალი გამოწვევებისთვის იყო მზად და ახალი პროექტი მის გარეშე დაეგეგმათ. საქმეში ესპანური გიგანტები, მადრიდის რეალი და ბარსელონა ჩაერთვნენ  - როდრიმ კარიერის გაგრძელება კატალონიის დედაქალაქში ისურვა.


სისტემაში, რომელშიც ესპანელი თავს თევზივით გრძნობს, გუნდში, რომელშიც არაერთი მსოფლიოს ჩემპიონი თანანაკრებელი ეგულება. რას შემატებს ესპანელი მაესტრო ესპანეთის ჩემპიონებს და იქნება თუ არა მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველის დამატება ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად საკმარისი ძალიან მალე ვიხილავთ.

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
მან სიტი
ესპანეთის ნაკრები
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ თქვა როდრიმ რეალზე უარი? - მიზეზი ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ თქვა როდრიმ რეალზე უარი? - მიზეზი ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა სამგუნდიან ტურნირში იასპარეზებს - უცნაური ფორმატი და დეტალები ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა სამგუნდიან ტურნირში იასპარეზებს - უცნაური ფორმატი და დეტალები ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის შვილი ლა მასიაში? - ლიონელმა ჭორებს უპასუხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის შვილი ლა მასიაში? - ლიონელმა ჭორებს უპასუხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თანხაზე თქვა უარი მანჩესტერ სიტიმ როდრის სანაცვლოდ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თანხაზე თქვა უარი მანჩესტერ სიტიმ როდრის სანაცვლოდ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

რატომ თქვა როდრიმ რეალზე უარი? - მიზეზი ცნობილია

News image

5 სთ წინ

ბარსელონა სამგუნდიან ტურნირში იასპარეზებს - უცნაური ფორმატი და დეტალები ცნობილია

News image

3 სთ წინ

მესის შვილი ლა მასიაში? - ლიონელმა ჭორებს უპასუხა

News image

31 წთ წინ

რა თანხაზე თქვა უარი მანჩესტერ სიტიმ როდრის სანაცვლოდ?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება