მანჩესტერ სიტის ესპანელი ვარსკვლავის როდრის გარშემო განვითარებული მოვლენები სპორტულ მედიაში მთავარ თემად რჩება.
ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ დეტალები გაასაჯაროვა იმის შესახებ, თუ რატომ თქვა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა უარი მადრიდის რეალის წინადადებაზე და არჩევანი პრინციპული მეტოქის, ბარსელონას სასარგებლოდ გააკეთა.
მადრიდული კლუბი კვირების განმავლობაში ცდილობდა მის გადაბირებას, თუმცა 30 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ პროექტს დაუჭირა მხარი.
წყაროების ცნობით, გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომ როდრი ჰანსი ფლიკის გუნდის ტაქტიკური მიდგომასა და ბურთის ფლობაზე დამყარებული სტილს მის სათამაშო მანერას ბევრად უკეთ ერგება.
ამასთანავე, უდიდესი როლი ითამაშა იმ მეგობრულმა და მჭიდრო ურთიერთობებმა, რომლებიც მას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ბარსელონას ფეხბურთელებთან აკავშირებს, რამაც კატალონიაში გადასვლის სურვილი კიდევ უფრო გააძლიერა.
ამრიგად, რეალის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა ჟოზე მოურინიოს მეთაურობით ეს ბრძოლა წააგო, ბარსელონა კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ხმაურიან გამარჯვებასთან ახლოსაა.