ინტერს კრისტიან რომეროს ტრანსფერთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.
როგორც გამოცემა Sport Mediaset იტყობინება, მილანურმა კლუბმა ფეხბურთელის აგენტებს ოფიციალურად აცნობა, რომ მიმდინარე ეტაპზე ტრანსფერის დასრულება შეუძლებელია, რადგან ჯერ გასაყიდი ფეხბურთელები უნდა გაუშვას.
სიტუაციით აქტიურად სარგებლობს ატლეტიკო.
მადრიდული კლუბი ახლოსაა რამდენიმე ფეხბურთელის (მათ შორის ტიაგო ალმადას, მოლინას და რუჯეროს) ტრანსფერთან, რაც მათ ფინანსურ სივრცეს შეუქმნის იმისათვის, რომ ტოტენჰემის მცველისთვის იბრძოლონ.
თავად ფეხბურთელიც, ესპანური მედიის ცნობით, უპირატესობას ლა ლიგაში თამაშს ანიჭებს. ინტერისთვის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად დროის სიმცირე და ის ფაქტი რჩება, რომ ახალი სახეების შესაძენად კლუბმა ჯერ ბენჟამინ პავარის ან დავიდე ფრატესის მსგავსი მოთამაშეები უნდა გაასხვისოს.