პსჟ-მ მონაკოს შემტევის, მაგნეს აკლიუშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
24 წლის ფრანგი ფეხბურთელი პარიზულ კლუბში მონაკოდან 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
„პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის უდიდესი სიამაყეა. მე ილ-დე-ფრანსის რეგიონში გავაზარდე, ასე რომ, მეც და ჩემი ოჯახიც ძალიან ვამაყობთ ასეთ პრესტიჟულ კლუბში გადმოსვლით.
მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის, [მრჩეველ] ლუიშ კამუშსა და [მწვრთნელ] ლუის ენრიკეს გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე ყველას, ვინც მხარს მიჭერდა.
სულმოუთქმელად ველოდები იმ მომენტს, როდესაც ამ მაისურს მოვირგებ, განვაგრძობ განვითარებას ამ დიდ კლუბში და გავიღებ ყველაფერს, რათა პსჟ-ის ღირსება მისი გულშემატკივრების წინაშე დავიცვა“, - განაცხადა აკლიუშმა.