ენცო მარესკას როდრის შემცვლელად თავისი ყოფილი ფეხბურთელის დამატება სურს.
როგორც ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა ბარსელონასთან კონტრაქტი შეათანხმა და კატალონიურ გრანდში გადასვლასთან არის ახლოს.
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ესპანელის წასვლის შემთხვევაში, ქალაქელების მთავარ მწვრთნელს გუნდში ენცო ფერნანდესის ხილვა სურს, რომელთანაც ჩელსიში მუშაობდა.
ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენად რეალურია არგენტინელის ტრანსფერი, რადგან ლონდონელები მას ძალიან მაღალ ფასს ადებენ.
ზაფხულის დასაწყისში ენცოს აქტიურად უკავშირებდნენ მადრიდის რეალსაც, რომელმაც საბოლოოდ არგენტინელის გადაბირებაზე უარი სწორედ ფასის გამო თქვა.