ბარსელონამ ხულიან ალვარესის დამატების იდეაზე პრაქტიკულად უარი თქვა.
ინფორმაციას ამის თაობაზე ესპანელი ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება.
ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თავდამსხმელი მომდევნო სეზონში ატლეტიკოში დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას კლუბის დატოვების სურვილი საჯაროდ გამოთქვა.
„ბარსა სხვა შესაძლო ვარიანტებს სწავლობს და თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდა, ალვარესი კატალონიურ კლუბში არ გადავა", - განაცხადა მორეტომ MARCA Transfer-ის პირდაპირ ეთერში.