ცნობილმა ინსაიდერმა (Les Videos de Riles), რომელმაც როდრის ბარსელონაში ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად გაავრცელა, სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა:
„საჯაროდ ყოველდღე გვესმოდა, რომ როდრის რეალი სურდა, მხოლოდ რეალზე ფიქრობდა და შეთანხმებაც მიღწეული იყო, თუმცა ჩემი წყარო ეჭვობდა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო.
სიმართლე ისაა, რომ როდრის რეალში გადასვლა არასდროს ნდომებია. მას საკუთარი თავი ამ გუნდში ვერ წარმოედგინა. მან რეალი უბრალოდ იმისთვის გამოიყენა, რომ ბარსელონას ყურადღება მიექცია!
კლუბი, სადაც მას გადასვლა რეალურად სურდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ბარსელონა იყო.
რეალმა მას ოფიციალური წინადადება რამდენიმე კვირის წინ გაუკეთა, თუმცა ფეხბურთელმა მათ პასუხიც კი არ დაუბრუნა. იფიქრეთ ამაზე: უეცრად ვრცელდება ხმები, რომ მას მადრიდში თამაში სწყურია, მაგრამ როდესაც რეალი შეთავაზებას აკეთებს, ის უბრალოდ დუმს?
რეალი ყველაფერს ცდილობდა, ოფიციალური წინადადებაც გააკეთეს, მაგრამ როდრის ეს არ სურდა. მას ბარსელონა უნდა.
ამ სიტუაციაში რეალის ბრალი საერთოდ არაფერია - როდრიმ ისინი უბრალოდ გამოიყენა“.
ცნობისთვის, სწორედ ამ ინსაიდერმა გაავრცელა პირველმა ორი წლის წინ, რომ ოქროს ბურთს მოულოდნელად ვინისიუსის ნაცვლად, რომელიც აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა, როდრი მოიგებდა.