ლიდსმა მანჩესტერ სიტიდან ჯეიმს ტრაფორდის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა.
23 წლის მეკარემ ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, გარიგების თანხამ 40 მილიონი ფუნტი პლუს ბონუსები შეადგინა. ეს ლიდსის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
ამ გადასვლით ტრაფორდი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი მეკარე გახდა.
გასულ სეზონში ჯეიმსმა ქალაქელების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა.