მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მან სიტიმ ედერსონის შემცვლელი იპოვნა.
ბრაზილიელ კიპერს გასულ ზაფხულსაც სურდა წასვლა, როცა მას საუდის არაბეთის კლუბები ეპატიჟებოდნენ. ალ ეტიჰადმა სიტისთან მოლაპარაკებებიც გამართა, თუმცა ფასზე ვერ შეუთანხმდა და ედერსონი სიტიში კიდევ ერთი წლით დარჩა.
მომავალ ზაფხულს ედერსონის წასვლაზე საუბრები განახლდება და მისი წასვლა გაცილებით რეალური იქნება.
ასეთ შემთხვევაში, სიტი პორტოს და პორტუგალიის ნაკრების გოლკიპერის, დიოგო კოშტას შეძენას შეეცდება, ინფორმაციას ფრანგული გამოცემა FootMercato იტყობინება.
ცნობისთვის, კოშტა გიორგი მამარდაშვილთან, გრეგორ კობელთან და დავიდ რაიასთან ერთად დღეისთვის Transfermarkt-ის მონაცემებით ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, მისი ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები