ბერნარდუ სილვამ მანჩესტერ სიტიში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„მაგალითად, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალს შევხედავთ, იმ გუნდიდან უკვე 7-8 ფეხბურთელი წავიდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები.
საუბარია ისეთ დიდ სახელებზე, როგორებიც არიან კევინ დე ბრუინი, გიუნდოგანი, აკანჯი, კაილ უოკერი, ჯეკ გრილიში, ხულიან ალვარესი. როდრიც კი დროის უმეტეს ნაწილში ტრავმირებული იყო. კოულ პალმერი ბევრს არ თამაშობდა, მაგრამ ის წავიდა და ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო.
ახლა ახალი თაობა მოდის, რომელსაც ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. ეს პროცესი ერთხელ უკვე გამოვიარე და ძალიან კარგად წარიმართა, რადგან როცა ვინსენ კომპანი, ფერნანდინიო, აგუერო და დავიდ სილვა წავიდნენ, ცვლილებები შედარებით ნელა განხორციელდა, რადგან ვიგებდით და ასეთ დროს ყველაფერი უფრო მარტივია.
როცა აგებ, ამ ცვლილებების გაკეთება გაცილებით რთულია. ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უფრო დიდი ზეწოლაა. მიუხედავად ამისა, მე მაინც მჯერა, რომ ამ კლუბს და ამ ფეხბურთელებს დიდი პოტენციალი აქვთ.
ცოტა დრო და მოთმინებაა საჭირო. ვიცი, რომ ამ დონეზე ფეხბურთში ეს რთულია, მაგრამ მართლა ვფიქრობ, რომ ამ კლუბს შეუძლია ვითარების შემოტრიალება და უკან დაბრუნება. არ ვიცი, იმ სტანდარტებამდე შევძლებთ თუ არა დაბრუნებას, რაც ადრე გვქონდა, ეს ადვილი არ არის, ეს რეალობაა, მაგრამ იმედი არის.
სანამ აქ ვიქნები, ბოლომდე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად დავეხმარო მათ, რათა მომავალში ეს გუნდი კარგ მდგომარეობაში იყოს და ტიტულებისთვის ბრძოლა შეძლოს.“ - განაცხადა პორტუგალიელმა.