რეალთან მოგების შემდეგ პეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის პერფორმანსზე ისაუბრა.
„სხვანაირად არ გამიგოთ; ბერნაბეუზე მოგება ძალიან, ძალიან რთული ამოცანაა. განსაკუთრებით ამ ტურნირზე.
მაგრამ ამავე დროს… ნახევარფინალამდე, ფინალამდე მისასვლელად საჭირო დონე დღევანდელ პერფორმანსზე უკეთესს მოითხოვს, ეს ნამდვილად ასეა და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. ამ დონეზე ყოფნა საკმარისი არ არის.
ძალიან ბევრი კარგი მომენტი იყო, სხვანაირად არ გამიგოთ. ძალიან კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით, მათი მონდომებით, სულით, გულით და იმით, როგორ დარბოდნენ… ფეხბურთელებს ვიცნობ და ჩვენ უკეთესები ვიქნებით! აუცილებლად გავუმჯობესდებით.
როცა ხუთი, ექვსი, შვიდი ფეხბურთელი პირველად ჩამოდის აქ და თამაშობს თავის პირველ ან მეორე თამაშს, მათ ეს გამოცდილება უნდა მიიღონ. მოგების გამოცდილება კი მომავალში დაგვეხმარება.“ - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
VIDEO: ალონსოს ბოლო მატჩი რეალში? სიტი ბერნაბეუდან გამარჯვებული მიდის