VIDEO: ალონსოს ბოლო მატჩი რეალში? სიტი ბერნაბეუდან გამარჯვებული მიდის
10 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში მან სიტიმ სტუმრად მადრიდის რეალი დაამარცხა.
სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა - როდრიგომ მადრიდის რეალი სეზონში თავისი პირველი გოლით დააწინაურა, თუმცა ქალაქელებმა შესვენებამდევე მოახერხეს თამაშის თავდაყირა შემოტრიალება.
ჯერ ნიკო ო'რაილიმ გაათაბრა ანგარიში, როცა კუთხურიდან დამატებაზე ყველას დაასწრო, შემდეგ კი, ტაიმის მიწურულს ერლინგ ჰალანდმა პენალტი მოიპოვა და თავადვე შეასრულა.
მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა თავისი შანსები, თუმცა რეალი რამდენჯერმე კურტუამ იხსნა, სიტი კი - ენდრიკის დარტყმის შემდეგ ხარიხამ გადაარჩინა.
ამრიგად, სელტასთან წაგების შემდეგ რეალმა ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი დათმო და შესაძლოა, ჩაბი ალონსოსთვის ეს რეალის სათავეში ბოლო თამაშიც კი იყო.
6 ტურის შემდეგ რეალი 12 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, სიტიმ კი 13 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.