არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლიონელ სკალონის თქმით, ახლა მისი ნაკრები ლეო მესიზე დამოკიდებული აღარ არის.
„ახლა ისეთი მომენტი გვიდგას, როცა თანაბრად კარგები ვართ როგორც ლეოსთან ერთად, ისე მის გარეშეც.
ადრე ამ მხრივ უფრო რთული იყო, იმიტომ რომ მესის არყოფნაში, გარკვეული ფეხბურთელების შეცვლა გვიწევდა.
ახლა ამის საჭიროება აღარ არის, გუნდი ერთნაირად მუშაობს მესისთან ერთადაც და მის გარეშეც, რაც ძალიან კარგია." - აღნიშნა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მწვრთნელმა.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ნაკრებს 2026 წლის მუნდიალზე მონაწილეობა უკვე განაღდებული აქვს. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ 16 მატჩში არგენტინამ 35 ქულა დააგროვა და პირველ ადგილს დიდი უპირატესობით ლიდერობს - მეორეადგილოსან ეკვადორს 10 ქულით ნაკლები აქვს.
16 თამაშში არგენტინამ 11 გამარჯვება მოიპოვა, 2 ფრე ითამაშა და 3-ჯერ დამარცხდა.