ლიონელ სკალონიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თავისი მომავლის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა.
მომავალი სანაკრებო პაუზის წინ, რომელიც სამ ამხანაგურ მატჩსა და ლეო მესის გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მოიცავს, მსოფლიო ჩემპიონმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გუნდში სერიოზულ ცვლილებებსა და ახალგაზრდების ინტეგრაციას გეგმავს.
8-წლიანი წარმატებული ციკლის შემდეგ, სკალონიმ ნაკრებში დარჩენა პირდაპირ არ დაადასტურა, თუმცა მიანიშნა, რომ პროცესების მართვას აპირებს. მისი თქმით, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს და გუნდში ადგილს ის მიიღებს, ვინც კარგ ფორმასა და მონდომებას აჩვენებს.
ლოგიკურია, ჩვენ ვცდით, ვიქნებით აქ თუ არა. მთავარი ეს არ არის. ახალგაზრდები ნამდვილად იმსახურებენ შანსს და ჩვენი მიზანია, მომავალ მატჩებში მათ ჩვენს სათამაშო სტილთან ადაპტაციის შესაძლებლობა მივცეთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი იწყება
მწვრთნელმა განვლილი წლები და 2024 წლის კოპა ამერიკაზე გამარჯვების შემდგომი პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, ტიტულებით სავსე ციკლების გამეორება ურთულესია, თუმცა ახლა მთავარია გუნდსა და გულშემატკივრებს შორის პოზიტიური კავშირის შენარჩუნება.
სკალონიმ ასევე ისარგებლა შემთხვევით და ლეგენდარულ კაპიტანს, მესის, რომელიც სანაკრებო კარიერას ასრულებს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ არგენტინისთვის ახლა უმთავრესი გამოწვევა შემდეგი თაობისთვის გამარჯვებულის მენტალიტეტის გადაცემაა.