• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სკალონის ცრემლები - "სავარაუდოდ გავჩერდები"
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

სკალონის ცრემლები - "სავარაუდოდ გავჩერდები"

20 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლიონელ სკალონის ეპოქა არგენტინის ნაკრებში, სავარაუდოდ, დასასრულს უახლოვდება.


2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან 0:1 მარცხის შემდეგ, არგენტინელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე ემოციური განცხადება გააკეთა და მიანიშნა, რომ დეკემბერში, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ნაკრებიდან წასვლას აპირებს.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სკალონიმ აღიარა, რომ ესპანეთი ფინალში მათზე უკეთესი იყო და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. თუმცა, საუბრის მთავარი თემა მისი მომავალი და ნაკრებთან გატარებული წლები გახდა:


დეკემბრამდე გავაგრძელებ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, გავჩერდები. პრეზიდენტთან ამაზე საუბარი მჭირდება, მაგრამ ჩემი იდეა დასვენება და პაუზის აღებაა.


მწვრთნელმა ვერ დამალა ცრემლები, როდესაც საუბარი მის პოსტსა და იმ გუნდზე ჩამოვარდა, რომელმაც მასთან ერთად ამდენი წარმატება მიაღწია. მან აღნიშნა, რომ ნაკრებში მუშაობა მისთვის ოცნება იყო და არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ამ პერიოდის ღირსეულად დასრულებაზე ისაუბრა. საბოლოოდ, ემოციების გამო მან პრესკონფერენცია დაგეგმილზე ადრე დატოვა.

სკალონიმ მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი უარყოფითი ფაქტორებიც გააანალიზა, მათ შორის ენცო ფერნანდესის გაძევება და საკვანძო პოზიციებზე არსებული ტრავმები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გამართლება არ არის. მწვრთნელმა მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს, მათ შორის ნიკოლას ტაგლიაფიკოს, რომელმაც ტრავმის მიუხედავად დიდებული მატჩი ჩაატარა.

ლიონელ სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრებმა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაიარა - მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული და ორი კოპა ამერიკა. როგორც თავად სკალონი ამბობს, მიუხედავად ფინალში წაგებისა, ხალხმა უნდა დააფასოს ის გზა, რომელიც გუნდმა გაიარა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

argentina
ესპანეთის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი
სკალონი
spain
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არგენტინის ფედერაციის სკანდალური განცხადება ინფანტინოს მისამართით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არგენტინის ფედერაციის სკანდალური განცხადება ინფანტინოს მისამართით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარის კარიერის აგრესიული და ინფანტილური ფინიში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარის კარიერის აგრესიული და ინფანტილური ფინიში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ბარსაში? - ის ვინც ფლიკის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ბარსაში? - ის ვინც ფლიკის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 აგვ, 2026

არგენტინის ფედერაციის სკანდალური განცხადება ინფანტინოს მისამართით

News image

07 აგვ, 2026

ნეიმარის კარიერის აგრესიული და ინფანტილური ფინიში

News image

07 აგვ, 2026

მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ბარსაში? - ის ვინც ფლიკის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება

News image

08 აგვ, 2026

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება