UFC Baku-ზე გამართულმა შეხვედრამ თაჰირ აბდულაევსა და ჯეფერსონ ნასიმენტოს შორის სკანდალური სახე მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ აბდულაევმა თავისი სადებიუტო ბრძოლა მესამე რაუნდში ეფექტური ნოკაუტით დაასრულა, კადრებმა, რომლებიც მატჩის შემდეგ გავრცელდა, ნათლად აჩვენა, რომ აზერბაიჯანელმა მებრძოლმა, სავარაუდოდ, მეტოქეს ყურზე უკბინა.
ინციდენტი ბრძოლის პირველივე რაუნდში მოხდა, როდესაც აბდულაევი პარტერში დომინირებდა.
კადრებში ჩანს, რომ ბრაზილიელი ნასიმენტო ტკივილისგან ყვირის და ყურს იჭერს, თუმცა მსაჯმა ჯიმ პერდიოსმა დარღვევა არ დააფიქსირა და ბრძოლა არ შეაჩერა.
გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მწვავედ აკრიტიკებენ როგორც აბდულაევს, რომელიც ბინძურ სტილში ასპარეზობაში დაადანაშაულეს, ასევე მსაჯს, რომელსაც ბრძოლის მსვლელობისას არაერთი დარღვევა, მათ შორის გალიაზე ხელის ჩავლება და გონგის შემდეგ დარტყმები, გამორჩა.