ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩებში ინგლისური გუნდების წარუმატებლობა შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის კლუბებმა ამ ეტაპზე 4 მარცხი და 2 ფრე იგემეს, მათ შორის თავად მერსისაიდელები სტუმრად გალათასარაისთან 0:1 დამარცხდნენ.
„მნიშვნელოვანია, ერთი სათამაშო დღის შემდეგ ნაადრევი დასკვნები არ გამოვიტანოთ. ეს ძალიან მცირე მონაკვეთია და დასკვნების გაკეთება არც ისე გონივრული გადაწყვეტილებაა, რადგან, შესაძლოა, მომავალი კვირის შემდეგ სულ სხვა შედეგამდე მივიდეთ“.
არის თუ არა კალენდარი პრობლემა:
ზოგადად, ზამთრის შესვენების არარსებობა ინგლისურ კლუბებს არ წაადგება, თუმცა არ ვამბობ, რომ ყველა ამ გუნდმა სწორედ ამის გამო წააგო. რატომ? იმიტომ, რომ ევროთასების 1/8 ფინალში ძალიან ძლიერ გუნდებს ხვდებით. გარდა ამისა, პრემიერ ლიგის ექვსი გუნდიდან ხუთმა პირველი მატჩი გასვლაზე ითამაშა. მოდით, ჯერ მომავალი კვირის შემდეგ შევაფასოთ ჩვენი შედეგები. თუმცა, შესაძლოა, დასკვნებისთვის მაშინაც კი ნაადრევი იყოს.
მანჩესტერ სიტის მარცხზე (0:3) რეალთან:
როგორც წესი, ერთი თამაშის მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს არ ვაკეთებ“, — აღნიშნა სლოტმა.