სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რამაზ სვანაძე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებთან კონტრაქტის 2028 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას გამოეხმაურა.
43 წლის სპეციალისტმა, რომელიც ასაკობრივ გუნდს სათავეში 2021 წლიდან უდგას, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“პირველ რიგში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მინდა მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის.
ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდების სტრუქტურაში მუშაობა უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, უდიდეს სიამაყის განცდასთან ასოცირდება, ამიტომ აქ ყოფნა ჩემთვის დიდი მოტივაციაა.
განვლილ წლებში ბევრი გამოწვევა გადავლახეთ და მჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ქვეყნის მეორე გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაკრებთან ერთად წინ ბევრი გამოწვევა და ახალი მიზანი გველის.”
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები