სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა აღნიშნა, რომ ვესტ ჰემთან მატჩის ბოლო წუთებზე მის კარში პენალტი უსამართლოდ დაინიშნა.
გამარჯვების გოლი ლონდონ სტედიუმზე ჯარედ ბოუენმა 90+2 წუთზე სწორედ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან შეაგდო.
„ამ სეზონში უსამართლობისგან სამჯერ დავიჩაგრეთ. პენალტი, რომელიც ჩვენს კარში დაინიშნა, უსამართლო იყო.
მსაჯთა ბრიგადას ველაპარაკე, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია და ვეღარაფერი შეიცვლება.
უსამართლო გადაწყვეტილებებმა ჩვენს გუნდზე და ცხრილში პოზიციაზე უდიდესი გავლენა იქონია." - აღნიშნა ნიდერლანდელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები