ტომას პარტეის 5 საქმეზე გაუპატიურების , ხოლო ერთ შემთხვევაში სექსუალური ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს.
პროკურატურის თქმით, ინციდენტები 2021-2022 წლებში ფიქსირდება.
გამოძიება ორწელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ განელ ფეხბურთელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
ნახევარმცველს გაუპატიურების ორ საქმეში ბრალს ერთ ქალთან სდებენ, სამ საქმეში - მეორესთან, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში კი - მესამესთან.
ტომას პარტეის არსენალთან კონტრაქტი 3 დღის წინ ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.