-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 23-ე ტურში ტოტენჰემი ევერტონს, ხოლო ასტონ ვილა შეფილდს ესტუმრება.
ევერტონი - ტოტენჰემი (16:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე
ევერტონს ტრავმების ფონზე აფრიკის თასიდან უბრუნდება იდრისა გეიე.
შიმუს კოულმენი, ამადუ ონანა და არნაუტ დანჯუმა ხელმისაწვდომები იქნებიან, აბდულაიე დუკურესა და ანდრე გომეშის თამაშს კი არ უნდა ველოდოთ.
ტოტენჰემში ბრუნდება პაპე სარი, რომლის სენეგალიც აფრიკის თასს გამოეთიშა.
გუნდს კვლავ დააკლდება ჰინ-მინ სონი და ივ ბისუმა, რომლებიც სანაკრებო ტურნირებზე ასპარეზობას აგრძელებენ.
ევერტონი
ევერტონმა ყველა ტურნირზე ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, პრემირ ლიგაში კი 5 შეხვედრაა გუნდს არ მოუგია.
გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო 3 მატჩში კარისკენ 41 დარტყმის მიუხედავად გოლის გატანა ვერ შეძლო.
შონ დაიჩის გუნდს პრემიერ ლიგაში დეკემბრიდან მოყოლებული ყველაზე მეტჯერ (6) აქვს კარი მშრალად შენახული, როცა წინა 38 შემთხვევაში გუნდმა გოლი მხოლოდ 7-ჯერ არ გაუშვა.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გუდისონ პარკზე 23 გოლი გავიდა, რაც 4 გოლით ნაკლებია ნებისმიერი სხვა სტადიონის შედეგზე.
ევერტონს მესამე ყველაზე ცუდი შედეგი აქვს სახლში, 11 მატჩში 11 ქულა.
გუნდს პრემიერ ლიგაში უკვე 8 მოგება აქვს, რაც მთლიანი წინა სეზონის შედეგის გამეორებაა.
კანფეტები ევროპის ტოპ 5 ლიგაში ბეტისთან და ლორიენთან ერთად იმ გუნდების სიას მიეკუთვნებიან, რომელთა სასარგებლოდაც ამ სეზონში პენალტი არ დანიშნულა.
ჯორდან პიკფორდმა ამ სეზონში უკვე 8-ჯერ შეინახა კარი მშრალად, აქედან 6-ჯერ კი ბოლო 9 მატჩში.
დომინიკ კალვერტ-ლუინს ფულემთან გოლის გატანის 5 მცდელობა ჰქონდა, რაც პრემიერ ლიგის მატჩში ამ სეზონში მესამედ მოხდა. ევერტონის თავდამსხმელს კი ეს წინა 181 შემთხვევიდან მხოლოდ 3-ჯერ მოუვიდა.
კალვერტ-ლუინს ყველა ტურნირზე უკვე 16 შეხვედრაა გოლი არ გაუტანია. ბოლოს მან ეს ვესტ ჰემთან 29 ოქტომბერს შეძლო.
მას ერთი მატჩი აკლია, რომ გახდეს მეორე თავდამსხმელი, რომელსაც პრემიერ ლიგაში ევერტონის რიგებში 200 მატჩი ექნება ჩატარებული. პირველი ვინც ეს შეძლო, დანკან ფერგიუსონია.
დაიჩს მწვრთნელის რანგში 19-დან მხოლოდ 2 დაპირისპირება აქვს მოგებული ტოტენჰემისთვის ყველა ტურნირზე (5 ფრე, 12 წაგება).
ტოტენჰემი
ტოტენჰემს პრემიერ ლიგაში ბოლო 7-დან 5 მატჩი აქვს მოგებული, მაგრამ გასვლაზე ბოლო 5-დან მხოლოდ 1.
სპურსი კლუბის სარეკორდო სერიას აფიქსირებს და პრემიერ ლიგაში ზედიზედ 34 შეხვედრაა გოლი გააქვს, ტოტენჰემი ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელმაც ყველა მატჩში გოლი გაიტანა.
გუნდმა ბოლო 13 პრემიერლიგურ შეხვედრაში კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა და 25 გოლი გაუშვა.
გასული სეზონის სტარტიდან მოყოლებული ტოტენჰემის გასვლით თამაშებში ყველაზე მეტი (113) გოლი გავიდა.
რიშარლისონს შეუძლია გახდეს ევერტონის პირველი ყოფილი მოთამაშე, რომელიც კანფეტებს სეზონის ორივე მატჩში გოლს გაუტანს.
ბრაზილიელმა ტოტენჰემის რიგებში 7 გოლი 7 მატჩში გაიტანა, როცა წინა 39 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი იყო მის ანგარიშზე.
იმ 12 შემთხვევაში როცა ჯეიმს მედისონი მოედანზე იყო, სპურსმა 29 ქულა მოიპოვა, ხოლო 10 მატჩში, რომელშიც შემტევმა მონაწილეობა ვერ მიიღო, მხოლოდ 14 ქულა.
მედისონის ანგარიშზე პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 24 გასვლით შეხვედრაში 10 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.
ურთიერთშეხვედრები
ევერტონის ერთადერთი გამარჯვება ბოლო 22 პრემიერლიგურ ურთიერთშეხვედრაში 2020 წლის სექტემბერში ფიქსირდება.
კანფეტებს 10 მატჩია გუდისონ პარკზე ტოტენჰემისთვის არ მოუგიათ, ბოლოს მათ ეს 2012 წლის დეკემბერში შეძლეს (7 ფრე, 3 წაგება).
გუდისონ პარკზე ჩატარებული ბოლო 4 მატჩი გუნდებმა ფრედ დაასრულეს.
ევერტონის ბოლო გამარჯვება სახლში სპურსის წინააღმდეგ 2021 წელს FA თასის მეხუთე რაუნდში ფიქსირდება, როცა მასპინძლებმა დამატებითი დროის შემდეგ 5-4 იმარჯვეს, რიშარლისონმა იმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
ტოტენჰემს პრემიერ ლიგაში ევერტონისთვის 30 მატჩი აქვს მოგებული და 100 გოლი გატანილი, რაც ერთი ოპონენტის წინააღმდეგ კლუბის რეკორდია.
შეფილდ იუნაიტედი - ასტონ ვილა (21:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე
შეფილდ იუნაიტედის მეკარე უეს ფოდერინგემი ივო გრბიჩს ჩაანაცვლებს, რომელმაც დაზიანება კრისტალ პალასთან შეხვედრაში მიიღო.
წესით და რიგით გამოჯანმრთელებას ასწრებს ბენ ბრერეტონ დიასი, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ახალწვეული მეისონ ჰოლგეიტი, თუმცა გუნდს რიან ბრიუსტერი ვერ დაეხმარება, რომელიც 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის ბოლო შეხვედრას იხდის.
ასტონ ვილაში სავარაუდოდ დებიუტი ექნება ახალწვეული მორგან როჯერსს.
პაუ ტორესი, ლუკას დინი, ტაირონ მინგსი, ემი ბუენდია და ჯონ დურანტი გუნდს კვლავ ვერ დაეხმარებიან.
შეფილდი
შეფილდი პრემიერ ლიგაში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ 10 ქულით ბოლო ადგილზეა.
გუნდს კრის უაილდერის ხელში ბოლო 39-დან 30 შეხვედრა წაგებული აქვს (5 მოგება, 4 ფრე).
შეფილდმა მხოლოდ ერთხელ შეინახა ამ სეზონში კარი მშრალად და 54 გოლი გაუშვა, რაც მე-2 ყველაზე ცუდი შედეგია პრემიერ ლიგის ამ ეტაპისთვის, 1997-98 წლების სეზონში ბარსნლის 22 მატჩის შემდეგ 57 გოლი ჰქონდა გაშვებული.
ოლი მაკბარნის სახლში ჩატარებულ ბოლო 4 შეხვედრაში გოლი აქვს გატანილი, თუმცა გუნდმა ამით ვერ ისარგებლა.
ბენ ბრერეტონს შეუძლია ბრაიან დინის შედეგი გაიმეოროს და შეფილდის შემადგენლობაში პრემიერ ლიგის პირველ 3 თამაშში გოლი გაიტანოს. ბრერეტონმა კარიერაში პირველი გოლი 2017 წელს სწორედ ასტონ ვილას გაუტანა, როცა ის ნოტინგემის რიგებში გამოდიოდა.
ასტონ ვილა
ვილა პრემიერ ლიგაში ზედიზედ ორი მატჩის წაგების საშიშროების ქვეშაა, რაც ამ სეზონში პირველად მოხდება. წინა 4 შემთხვევაში წაგების შემდეგ გუნდმა თამაში მოიგო.
ბირმინგემელებმა პრემიერ ლიგაში ბოლო 5-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს ბარნლისთან 30 დეკემბერს, დუგლას ლუიზის პენალტით.
ასტონ ვილას შეუძლია ზედიზედ 4 გასვლით შეხვედრაში გოლი არ გაუშვას, რაც 2020 წლის შემდეგ არ მომხდარა.
ოლი უოტკინსს თავის პირველ 4 სეზონში მინიმუმ 10 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონატში. ბოლო ინგლისელი მოთამაშეები ვინც ეს შეძლეს რობი ფაულერი (1993-97, 4 სეზონი) და ალან შირერი (1992-97, 5 სეზონი) იყვნენ.
ურთიერთშეხვედრები
ბოლო 11 ურთიერთშეხვედრაში შეფილდ იუნაიტედის 2 პრემიერლიგური გამარჯვება 2019 და 2021 წელს ფიქსირდება.
ვილამ ჩემპიონატში ბოლოს შეფილდის სტადიონზე 1994 წლის აპრილში მოიგო.
კომენტარები