ტოტენჰემიდან ჰინ-მინ სონის წასვლის შემდეგ, გუნდის ახალი კაპიტანი კრისტიან რომერო იქნება.
არგენტინელი მცველი ახალ კაპიტნად გუნდის მთავარმა მწვთნელმა, ტომას ფრანკმა დაასახელა.
სონის კაპიტნობის დროს კუტი რომერო ჯეიმს მედისონთან ერთად გუნდის ვიცე-კაპიტანი იყო.
"დღეს ჩვენთვის ახალი სეზონი იწყება, რომელიც ჩეთვის ნამდვილად განსაკუთრებული იქნება. ამ მშვენიერი კლუბის კაპიტნად გახდომა საოცარი პატივია.
აქ 4 წლის წინ მოვედი ერთადერთი ოცნებით, რომ კლუბის ისტორიაში ჩემი სახელი ჩამეწერა და ჩემი კვალი დამეტოვებინა ტიტულის მოგებით და ამას მივაღწიე.
ახლა ჩვენ წინაშე ახალი თავგადასავალია. მშვენიერი სეზონი გვაქვს წინ და ერთად ვიმუშავებთ, რომ იმ დაუვიწყარი დღის, 2025 წლის 21 მაისის ემოციები გავიმეოროთ.
რაც არ უნდა მოხდეს გზად, ერთადერთ რამეს ვითხოვ: დავრჩეთ ერთიანები. იქნება კარგი და ცუდი მომენტები, მაგრამ ერთად შეუძლებელი არაფერია." - წერს რომერო სოციალურ ქსელში.