უეფას სუპერ თასზე ტოტენჰემი პსჟ-სთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
VIDEO: პსჟ - ტოტენჰემი [პენალტების სერია სრულად]
ლონდონელთა ყოფილი კაპიტანი ჰინ მინ-სონი თავისი ყოფილი გუნდის მარცხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ვამაყობ ამ გუნდით! კარგი დრო ძალიან მალე დადგება. იმედგაცრუების დრო არ არის.
იყავით პოზიტიურები და მოემზადეთ დიდი სეზონისთვის, რომელიც წინ გელით. კვლავ თქვენზე ვფიქრობ, სპურსის ოჯახო." - წერს სამხრეთ კორეელი.
ლონდონში გატარებული 10 წლის შემდეგ ჰინ-მინ სონმა ტოტენჰემი დატოვა და კარიერას LAFC-ში აგრძელებს.