მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მონპელიეს ATP 250-იანი ტურნირის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგი არტურ რინდერკნეშის ბარიერი გადალახა.
მატჩი 1 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა და ქართველის გამარჯვებით 6:0 7:6 (4) დასრულდა.
პირველი სეტი ბასილაშვილმა 23 წუთში მოიგო, მეორეში კი მეოთხე გეიმში საკუთარი მოწოდება დათმო, თუმცა რებრეიკის შესრულება შემდეგსავე გეიმში მოახერხა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ქართველმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
1/4 ფინალში ბასილაშვილის მეტოქე რუსი ანდრეი რუბლევი იქნება, რომელიც ამ ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი. მატჩი უკვე დღეს, 31 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათისკენ დაიწყება.
ბასილაშვილისა და რუბლევის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა 6 მატჩს ითვლის და მათ შორის თანაფარდობაა - თითომ სამი გამარჯვება მოიპოვა. უკანასკნელი დაპირისპირება 2022 წელს, ჰალეს ბალახის საფარის ტურნირზე გაიმართა, სადაც ბასილაშვილმა ორ სეტში იმარჯვა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები