მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალის, ინგლისსა და არგენტინას შორის, ძირითადი შემადგენლობები ცნობილია.
ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი - ჯეიმსი, სტოუნსი, გეჰი, სპენსი - რაისი, ანდერსონი - როჯერსი, ბელინგემი, გორდონი - კეინი.
არგენტინა (4-4-2): მარტინესი - მოლინა, რომერო, ლისანდრო, ტალიაფიკო - სიმეონე, პარედესი, მაკ ალისტერი, ფერნანდესი - მესი, ალვარესი.
როგორც ვხედავთ, ტომას ტუხელმა, წინა მატჩთან შედარებით, დაცვაში ორი ცვლილება განახორციელა, ხოლო ნახევარდაცვის მარჯვენა მხარეს საკა როჯერსით ჩაანაცვლა. არგენტინელთა ძირითადში ერთადერთი ცვლილებაა - ჯულიანო სიმეონე როდრიგო დე პოლის ნაცვლად.
შეხვედრას ატლანტაში მდებარე მერსედეს-ბენც სთედიუმი მასპინძლობს, არბიტრი მაროკოელ-ამერიკელი ისმაილ ელფატია.