ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ვან დაიკი: "ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სოც ქსელები ძალიან სახიფათო სივრცეა"
ფეხბურთიფეხბურთი

ვან დაიკი: "ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სოც ქსელები ძალიან სახიფათო სივრცეა"

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლივერპულის კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა სოციალურ ქსელებში და ყოფილი ფეხბურთელების მხრიდან კრიტიკაზე ისაუბრა.


„გარშემო ზედმეტად ბევრი ხმაურია. მომდევნო თაობისთვის ძალიან რთული იქნება. ზოგჯერ ყველაფერი უბრალოდ სასაცილომდეც მიდის. აზრის გამოთქმის პლატფორმები სულ უფრო და უფრო მრავლდება და მე და მოჰამედ სალაჰი მუდმივად ვეუბნებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს – თავი შორს დაიჭირეთ სოციალური ქსელებისგან.


ხშირად გესმის: „უბრალოდ უნდა შეეგუოთ“. არა, ასე არ მუშაობს. მოდი, უბრალოდ ფეხბურთი ვითამაშოთ. ასე იყო 10–20 წლის წინ და სწორედ ასე გახდნენ ფეხბურთელები ლეგენდები. ამ პლატფორმებზე ყველაფერი კლიკებზეა აგებული და იმაზე, ვინ იტყვის პირველი.


მაგალითად, ამარა ნალოს კრისტალ პალასთან მატჩში გაძევების შემდეგ ვესაუბრე ვუთხარი: „ნუ შეხვალ სოციალურ ქსელებში, იყავი შენს ოჯახთან“. გრძელი საუბარი გვქონდა. მასთან მაშინაც ვისაუბრე, როცა პსვ-სთან მატჩში გააძევეს, გასული წლის იანვარში. თუ ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში შევიდოდა, არავინ იცის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს ძალიან სახიფათო სივრცეა.


არ ვამბობ, რომ სოციალური ქსელები მთლიანად ბოროტებაა — მათ უამრავი პოზიტიური გამოყენება აქვთ. მაგრამ ამ პროფესიაში, როცა 20 წლის ხარ, მარტო ცხოვრობ და, შესაძლოა, ცუდი მატჩი ჩაატარე. ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდები, საღამოს ხუთია. რას გააკეთებ დარჩენილ დროს? დიდი ალბათობით ტელეფონს აიღებ და სოციალურ ქსელს ჩამოსქროლავ. და მერე რა?


სწორედ ამიტომ ვფიქრობ, განსაკუთრებით იმ ყოფილ ტოპ-ფეხბურთელებზე, რომლებიც ტელევიზიაში საუბრობენ, რომ მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ — არ გადავიდნენ ზღვარს.


ვხვდები, რომ კრიტიკა ფეხბურთის ნაწილია. მოედანზე ჩვენი თამაშის კრიტიკა, თუ ის სამართლიანია, სრულიად მისაღებია და ჩვენ, როგორც პროფესიონალები, ამას უნდა შევეგუოთ.


არ ვამბობ, რომ კრიტიკა საერთოდ არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა გვახსოვდეს, როგორ ვიზრუნოთ ფეხბურთელების მომდევნო თაობაზე.


დღეს ნებისმიერი ნათქვამი სიტყვა, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო, ძალიან სწრაფად ვრცელდება და იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას ფეხბურთის ლეგენდა ამბობს. ასეთ დროს ხალხი ამას მაშინვე აიტაცებს და დიდ პრობლემად აქცევს“, — თქვა ვირჯილ ვან დაიკმა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ვან დაიკი
პრემიერ ლიგა
ლივერპული

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კეინი ვერ მოხვდა - 2025-26 ევროპის სეზონის გუნდი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კეინი ვერ მოხვდა - 2025-26 ევროპის სეზონის გუნდი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის 2025/26 სეზონის 10 საუკეთესო ტრანსფერი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის 2025/26 სეზონის 10 საუკეთესო ტრანსფერი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი მე-20, ბარსელონა 42-ე — ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბები [Forbes]

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი მე-20, ბარსელონა 42-ე — ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბები [Forbes]
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დორგუს სადებიუტო გოლი - იუნაიტედმა ბრუნოს გარეშე 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დორგუს სადებიუტო გოლი - იუნაიტედმა ბრუნოს გარეშე 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

26 დეკ, 2025

კეინი ვერ მოხვდა - 2025-26 ევროპის სეზონის გუნდი

News image

25 დეკ, 2025

პრემიერ ლიგის 2025/26 სეზონის 10 საუკეთესო ტრანსფერი

News image

25 დეკ, 2025

რეალი მე-20, ბარსელონა 42-ე — ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბები [Forbes]

News image

7 სთ წინ

VIDEO: დორგუს სადებიუტო გოლი - იუნაიტედმა ბრუნოს გარეშე 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად მოიგო

კომენტარები