• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
VIDEO: დორგუს სადებიუტო გოლი - იუნაიტედმა ბრუნოს გარეშე 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად მოიგო
ფეხბურთიფეხბურთი

VIDEO: დორგუს სადებიუტო გოლი - იუნაიტედმა ბრუნოს გარეშე 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად მოიგო

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ნიუკასლს მოუგო.


თამაშში, რომელშიც საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა, ერთადერთი გოლი პატრიკ დორგუმ შეაგდო. 21 წლის დანიელმა იუნაიტედის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა (38-ე მატჩში).


პატრიკ დორგუს პრემიერ ლიგის 29 შეხვედრაში 3 საგოლე მოქმედება აქვს და მათგან 2 ბოლო ორ მატჩში - წინა ტურში, ასტონ ვილასთან, საგოლე პასი გააკეთა.


საინტერესოა, რომ 2022 წლის მარტის შემდეგ იუნაიტედმა მოიგო პირველი ისეთი შეხვედრა, რომელშიც კაპიტან ბრუნო ფერნანდეშს მონაწილეობა არ მიუღია - 1 ფრე და 5 წაგება.


მეორე მხრივ, ხაზგასასმელია, რომ ნიუკასლს პრემიერ ლიგაში სტუმრად ბოლო დროს საშინელი შედეგები აქვს - 12-დან 1 თამაში მოიგო (4 ფრე და 7 წაგება) და 6-ჯერ გოლიც ვერ გაიტანა.


ამ გამარჯვებით, რუბენ ამორიმის გუნდმა 29 ქულა მოაგროვა, რაც იმდენია, რამდენიც მე-4 ადგილოსან ჩელსის აქვს (ლივერპულიც ამდენივე ქულითაა). ოღონდ, ამავე ტურში წითელი ეშმაკების გადასწრება, ჩელსისა და ლივერის გარდა, სანდერლენდსაც (27 ქულა) შეუძლია.


მანჩესტერელები პრემიერ ლიგის მომდევნო თამაშს, 30 დეკემბერს, ისევ ოლდ ტრაფორდზე, ჩემპიონატის ბოლო დეკადების ერთ-ერთ უსუსტედ გუნდ ვულვზთან გამართავენ.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

მანჩესტერი
ნიუკასლი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კეინი ვერ მოხვდა - 2025-26 ევროპის სეზონის გუნდი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კეინი ვერ მოხვდა - 2025-26 ევროპის სეზონის გუნდი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის 2025/26 სეზონის 10 საუკეთესო ტრანსფერი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის 2025/26 სეზონის 10 საუკეთესო ტრანსფერი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ამორიმი: "შეგიძლია მიხვდე, რატომ მოიგო კაზემირომ 5 ჩემპიონთა ლიგა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ამორიმი: "შეგიძლია მიხვდე, რატომ მოიგო კაზემირომ 5 ჩემპიონთა ლიგა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვან დაიკი: "ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სოც ქსელები ძალიან სახიფათო სივრცეა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვან დაიკი: "ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სოც ქსელები ძალიან სახიფათო სივრცეა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

26 დეკ, 2025

კეინი ვერ მოხვდა - 2025-26 ევროპის სეზონის გუნდი

News image

25 დეკ, 2025

პრემიერ ლიგის 2025/26 სეზონის 10 საუკეთესო ტრანსფერი

News image

26 დეკ, 2025

ამორიმი: "შეგიძლია მიხვდე, რატომ მოიგო კაზემირომ 5 ჩემპიონთა ლიგა"

News image

5 სთ წინ

ვან დაიკი: "ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სოც ქსელები ძალიან სახიფათო სივრცეა"

კომენტარები