მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა კაზემიროზე ისაუბრა.
„მე არ ვამბობ, რომ ის დარჩება ან არა. მაგრამ როცა ვუყურებ კაზემიროს ვარჯიშზე, ვფიქრობ, რომ თუ ყველა ისე ივარჯიშებს, როგორც ის, თუ ყველა იქნება ასეთი კონცენტრირებული დეტალებზე, ვარჯიშზეც კი, სტანდარტულ მდგომარეობებზე მუშაობის დროს და იმ მოძრაობებს გააკეთებს, რომლებსაც ის აკეთებს, თითქოს თამაშს წინასწარ წარმოიდგენს, ჩვენ ვიქნებით ტოპ გუნდი.
თუ ყველა ისე იმუშავებს, როგორც კაზემირო და როცა ვამბობ „მუშაობას“, ეს მხოლოდ სირბილს არ ნიშნავს, არამედ კონცენტრაციას.
შეგიძლია გაიგო, რატომ მოიგო ამ კაცმა ხუთი ჩემპიონთა ლიგა, რადგან თუ ყურადღებას მიაქცევ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, კონტრაქტის მიუხედავად, მიხვდები, რომ ის ტოპ მოთამაშეა.“ - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ბრაზილიელ ნახევარმცველს მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.