ფაბრიციო რომანოს ცნობით, ანტუან სემენიოსთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.
მოთამაშის დამატებით ჩელსიც დაინტერესდა და სატრანსფერო პირობები მოიკითხა. სემენიოს გარემოცვასთან მოლაპარაკებები აქვს მანჩესტერ იუნაიტედსა და მანჩესტერ სიტისაც.
ბორნმუთის ფეხბურთელით ნოემბრიდან მოყოლებული ლივერპულიც არის დაინტერესებული.
ანტუან სემენიოს გამოსასყიდი თანხა, რომელიც 65 მილიონ ფუნტს შეადგენს, 10 იანვრამდეა მოქმედი.
სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაირკვევა თუ რომელ ინგლისურ გრანდში გააგრძელებს ბორნმუთის შემტევი კარიერას.