ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჩელსიმ გადაწყვიტა, რომ ანტუან სემენიოს ტრანსფერზე აღარ იმუშაოს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელზე ინფორმაცია მოიკითხა.
ლონდონური კლუბი იანვარში ამ ვარიანტს არ გაააქტიურებს და მოსალოდნელია, რომ სემენიო პრემიერ ლიგის სხვა გუნდს შეუერთდება.
დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი ბოლო 12 საათის განმავლობაში აქტიურად მუშაობს ანტუან სემენიოს ტრანსფერზე წინსვლისთვის.
ქალაქელთა სპორტული დირექტორი უგო ვიანა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან სიტის სურს საბოლოო პასუხი რაც შეიძლება მალე მიიღოს.
მანჩესტერ სიტი უახლოეს დღეებში ანტუან სემენიოს ტრანსფერის დასრულებისკენ პროგრესირებს. როგორც უკვე გაცხადდა, სიტიმ ბოლო 12 საათში დააჩქარა მოლაპარაკებები.
სემენიომ სიტი პრიორიტეტულ მიმართულებად მიუთითა, მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურად ცდილობდა მის გადაბირებას, ხოლო ჩელსი და ტოტენჰემი უკვე გამოსულები არიან რბოლიდან.
ბორნმუთის შემტევს ტიტულების მოგება სურს, რის გამოც მისი მთავარი არჩევანი მანჩესტერ სიტიში გადასვლაა. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 10 იანვრამდე 65 მილიონი ფუნტია.