VIDEO: ვირცის პირველი ასისტი, ისაკისა და ეკიტიკეს გოლები - ლივერპულმა კაცნაკლულ ტოტენჰემს მოუგო
20 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ტოტენჰემმა ლონდონ სთედიუმზე ლივერპულს უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა ტოტენჰემმა რთულ ვითარებაში მაინც ჩავარდა.
33-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო პირდაპირ წითელი ბარათი ჩავი სიმონსმა დაიმსახურა და ლონდონელები კაცნაკლული დარჩნენ.
მეორე ტაიმში, კერძოდ 56-ე წუთზე ფლორიან ვირცის პასის შემდეგ ალექსანდერ ისაკმა გახსნა. გერმანელმა პრემიერ ლიგაში პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა, შვედმა კი გოლის გატანის შემდეგ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
66-ე წუთზე ჯერემი ფრიმპონგის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით უგო ეკიტიკემ სხვაობა ორამდე გაზარდა. ფრანგმა პრემიერ ლიგის ზედიზედ მე-3 მატჩში შეძლო გოლის გატანა.
83-ე წუთზე მასპინძელთა მხრიდან ერთი ბურთი რიშარლისონმა გაქვითა, თუმცა ტოტენჰემმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა.
მატჩის კომპენსირებულ დროში კრისტიან რომერომ არასპორტული საქციელის გამო მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და ტომას ფრანკის გუნდმა შეხვედრა 9 კაცით დაასრულა.
ლივერპულმა ამ მოგებით 29 ქულა დააგროვა და ლაივ ცხრილში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, ტოტენჰემი კი 22 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.