ვირჯილ ვან დაიკმა ლივერპულის სატრანსფერო პოლიტიკის კრიტიკოსებს მკაცრად უპასუხა.
მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კლუბის უნარში, რომ მას საუკეთესო ფეხბურთელების მიზიდვა შეუძლია, ეჭვი ეპარება, უბრალოდ ბოღმიანია.
ვან დაიკმა განაცხადა:
ლივერპული კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გარდამავალ პერიოდს გავდივართ და ან გინდა, რომ ამის ნაწილი იყო, ან არა. მე ახლა ამის ნაწილი ვარ.
ლივერპულმა პარი სენ-ჟერმენთან ბრედლი ბარკოლას ტრანსფერზე 106-მილიონიან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც შესაძლოა 123 მილიონამდე გაიზარდოს. ნიდერლანდელმა მცველმა ახალგაზრდა ფრანგი შემტევი დადებითად შეაფასა და თქვა, რომ ის მას სიხარულით შეხვდება.