Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
7 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა, ჰარი კეინის ბაიერნში შარშანდელ ტრანსფერზე ისაუბრა.
„მიხარია, რომ ის სხვა ინგლისურ კლუბში არ წავიდა. ვფიქრობ, ჰარი - თავად არის ტოტენჰემი, ხომ ხვდებით, რასაც ვამბობ?
როდესაც ტოტენჰემში გაიზარდე, საკუთარი ახალგაზრდული სისტემიდან გამოხვედი, მათ ყველაფერი მოგცეს, რაც შეეძლოთ, შენ კი მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობ და მათ კარში იტან გოლს? ეს ნორმალურია, მაგრამ არა ჰარისთვის.
კეინი ტოტენჰემს განასახიერებს, ამიტომ ბაიერნში მისი ტრანსფერი სწორი გადაწყვეტილება იყო.
რა თქმა უნდა, მას რაღაცის მოგება უნდოდა, ბაიერნი ყოველწელს იგებდა ტიტულებს. ის წავიდა მიუნხენში, 40 გოლი გაიტანა, მაგრამ მოწმენდილ ცაზე მეხივით ლევერკუზენი გამოჩნდა. რამდენად არ გაუმართლა ჰარის, ის ძალიან მეცოდება." - აღნიშნა ვან დერ ვაარტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
მიულერმა ჩავის რეკორდი მოხსნა
ფეხბურთი
კეინმა რუნის გადაუსწრო
ფეხბურთი