VIDEO: 12 სამქულიანი - სტეფ კარიმ ჯორდანის რეკორდი მოხსნა
15 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი გოლდენ სტეიტ უორიორსს დაუპირისპირდა და 136-131 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ჯერემი გრანტმა და შეიდონ შარპმა ულიდერეს, რომელთაც 35-35 ქულა დააგროვეს.
მარცხის მიუხედავად, ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა სტეფ კარის, რომელმაც 48 ქულა მიითვალა. სტეფმა 19-დან 12 სამქულიანი ჩააგდო.
კარის 30+ წლის ასაკში 45-ე 40-ქულიანი მატჩი ჩაატარა, რითიც მაიკლ ჯორდანის რეკორდი მოხსნა.
ასევე სტეფმა კარიერაში მე-5 მატჩი ჩაატარა, სადაც 12+ სამქულიანი ჩააგდო, ის ამ სიასაც ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე კლეი ტომპსონია 3 ასეთი თამაშით.
გოლდენ სტეიტი 27 მატჩში 13 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, პორტლენდი კი 26 შეხვედრაში 10 გამარჯვებით მე-10 პოზიციას იკავებს.