VIDEO: 40-ქულიანი სამმაგი დუბლი - ქასლის ისტორიული შედეგი
08 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში სან ანტონიო სპურსი დალას მავერიქსს დაუპირისპირდა და 138-125 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს სტეფონ ქასლმა ულიდერა, რომელმაც 32 წუთში სამმაგი დუბლი მიითვალა - 40 ქულა, 12 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა.
აქამდე სპურსის ისტორიაში მხოლოდ დევიდ რობინსონს ჰქონდა 40-ქულიანი სამმაგი დუბლი შესრულებული, ქასლი კი მას შეუერთდა.
ასევე სტეფონი NBA-ის ისტორიაში გახდა მე-3 ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც 40-ქულიანი სამმაგი დუბლი მიითვალა, მასზე წინ მხოლოდ ლებრონ ჯეიმსი და ლუკა დონჩიჩი არიან.
NBA-ის ისტორიაში მხოლოდ უილტ ჩემბერლენმა შეძლო 40-ქულიანი სამმაგი დუბლის შესრულება სროლის 75%-იანი სიზუსტით, თანაც 3-ჯერ და ბოლოს 1968 წელს. ახლა კი ეს სპურსის მოთამაშემაც გააკეთა.
სან ანტონიო 52 მატჩში მოპოვებული 36 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ოკლაჰომა სიტი თანდერს ჩამორჩება.