NBA-ის თასის ფინალში ნიუ იორკ ნიქსი სან ანტონიო სპურსს დაუპირისპირდა და 124-113 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ოუჯი ანუნობიმ (29 ქულა, 9 მოხსნა) და ჯეილენ ბრანსონმა (25 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა) ულიდერეს.
სან ანტონიოს მხრიდან 20 ქულაზე მეტი მხოლოდ დილან ჰარპერმა (21 ქულა) მიითვალა, ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზე კი 18 ქულა იყო.
სპურსთან გამარჯვებამდე ნიქსმა ქართველების ტორონტო რეპტორსი და ორლანდო მეჯიქი დაამარცხა.
NBA-ის თასი 2023 წლიდან არსებობს. პირველად ამ ტიტულს ლოს ანჯელეს ლეიკერსი დაეუფლა, წინა სეზონში მილუოკი ბაქსმა შეძლო გამარჯვება, ახლა კი თასის გამარჯვებული ნიუ იორკ ნიქსი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ნიუ იორკ ნიქსის პირველი ტიტულია 1973 წლის შემდეგ.