• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ვიქტორ ვემბანიამა NBA-ის წლის საუკეთესო დამცველად დასახელდა
კალათბურთიკალათბურთი

ვიქტორ ვემბანიამა NBA-ის წლის საუკეთესო დამცველად დასახელდა

20 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

როგორც მოსალოდნელი იყო, ვიქტორ ვემბანიამა ლიგის საუკეთესო დამცველად (NBA Defensive Player of the Year) გამოცხადდა.


სან ანტონიოს ცენტრი სადებიუტო სეზონში ამ ჯილდოს კენჭისყრაში მეორე ადგილზე გავიდა, გასულ სეზონში ის ფავორიტი იყო, სანამ მისი სეზონი ჯანმრთელობის პრობლემის გამო ნაადრევად დასრულდებოდა, ხოლო წელს ფრანგმა ეს პრიზი ყოველგვარი ეჭვის გარეშე მოიგო.


22 წლის ასაკში ის გახდა ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული.


ვემბანიამას კონკურენტები ოკლაჰომა სიტის ჩეტ ჰოლმგრენი და დეტროიტის აუსარ ტომპსონი იყვნენ, მას შემდეგ რაც ორივემ საკუთარ გუნდს პლეიოფებში №1 განთესვა მოაპოვებინა.


მაგრამ ამ ჯილდოს ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ვემბანიამა ზედიზედ მესამე სეზონია ლიგაში ბლოკებში ლიდერობს.


ვემბანიამა ასევე MVP-ის ფინალისტია, ხოლო ამ ჯილდოს გამარჯვებული, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე არ გამოცხადდება.


ვემბანიამას გამარჯვება მრავალი ისტორიული მნიშვნელობით არის გამორჩეული:


ამ ჯილდოს ყველა წინა გამარჯვებული მინიმუმ 23 წლის იყო. ვემბანიამა 23-ს მხოლოდ მომავალ იანვარში გახდება.


სპურსი გახდა პირველი ფრენჩაიზი, რომლის ოთხ განსხვავებულ მოთამაშეს აქვს DPOY მოგებული. ესენი არიან: ელვინ რობერტსონი (1986), დევიდ რობინსონი (1992) და კავაი ლეონარდი (2015 და 2016).


ვემბანიამა დევიდ რობინსონსა და მაიკლ ჯორდანს შეუერთდა, რომლებმაც მოიგეს როგორც წლის ახალბედას ჯილდო (Rookie of the Year), ასევე წლის საუკეთესო დამცველის ჯილდო.


ყველაზე დიდი მიღწევა შეიძლება ეს იყოს: ვემბიმ ჯილდო ერთსულოვნად მოიგო.


გოლდენ სტეიტის სტეფ კარი 2016 წელს გახდა ერთსულოვნად არჩეული MVP, და მას შემდეგ გასულ 10 სეზონში მხოლოდ 2-ჯერ მოხდა, რომ მოთამაშემ პირველი ადგილის ხმების 100% მიიღო რომელიმე ჯილდოზე.


ეს შემთხვევები იყო: ვემბანიამა - წლის ახალბედა 2024-ში და ახლა - ეს ჯილდო.


მინიმუმ ბოლო 50 სეზონში და შესაძლოა საერთოდაც ისტორიაში, რადგან ძველი დროის ყველა კენჭისყრის სრული შედეგი საჯაროდ ცნობილი არ არის, არავის მოუგია 2 ჯილდო ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.


ეს არის მხოლოდ მე-10 ცნობილი შემთხვევა, როცა NBA-ს მთავარ ჯილდოებზე (MVP, წლის ახალბედა, მე-6 მოთამაშე, ყველაზე განვითარებული მოთამაშე, წლის საუკეთესო დამცველი ან წლის მწვრთნელი) გამარჯვებული ერთსულოვნად აირჩიეს.


და ისეთ ლეგენდებსაც კი, როგორიც ლებრონ ჯეიმსი და მაიკლ ჯორდანია, არასოდეს მოუგიათ მთავარი ჯილდო ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.


ვემბანიამა MVP-ის ფინალისტია (ოკლაჰომა სიტის შაი გილჯიუს-ალექსანდერთან, მოქმედ MVP-სთან, და დენვერის სამგზის MVP ნიკოლა იოკიჩთან ერთად), რაც თითქმის ნიშნავს, რომ ის All-NBA პირველი გუნდის წევრი გახდება.


DPOY-ის მოგება კი ასევე უზრუნველყოფს მის ადგილს All-Defensive გუნდში, ამიტომ ვემბანიამა წლევანდელი დაჯილდოების სეზონიდან მინიმუმ ოთხ ჯილდოს მაინც მიიღებს.


ვინ გახდება MVP? NBA-ში 7 ჯილდოს ნომინანტები დასახელდნენ

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

სან ანტონიო
ვემბანიამა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: სან ანტონიომ პორტლენდთან სერია დახურა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: სან ანტონიომ პორტლენდთან სერია დახურა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ნიქსმა და ტიმბერვულვზმა სერიის პირველი მატჩები მოიგეს

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ნიქსმა და ტიმბერვულვზმა სერიის პირველი მატჩები მოიგეს
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ნიქსმა მეორე მატჩიც მოიგო, სან ანტონიომ სერია გაათანაბრა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ნიქსმა მეორე მატჩიც მოიგო, სან ანტონიომ სერია გაათანაბრა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ნიქსმა მე-3 თამაშიც მოიგო, სან ანტონიო წინ გავიდა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ნიქსმა მე-3 თამაშიც მოიგო, სან ანტონიო წინ გავიდა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

29 აპრ, 2026

VIDEO: სან ანტონიომ პორტლენდთან სერია დახურა

News image

05 მაი, 2026

VIDEO: ნიქსმა და ტიმბერვულვზმა სერიის პირველი მატჩები მოიგეს

News image

07 მაი, 2026

VIDEO: ნიქსმა მეორე მატჩიც მოიგო, სან ანტონიომ სერია გაათანაბრა

News image

09 მაი, 2026

VIDEO: ნიქსმა მე-3 თამაშიც მოიგო, სან ანტონიო წინ გავიდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება