VIDEO: აძურას კრახი გრძელდება — იტალია ზედიზედ მესამე მსოფლიოს გამოტოვებს
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში იტალია პენალტების სერიაში ბოსნია და ჰერცოგოვინასთან დამარცხდა და ტურნირს მიღმა ზედიზედ მესამედ დარჩა.
ფინალური შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მასპინძლებმა ოთხივე დარტყმა უზადოდ შეასრულეს, მაშინ როცა იტალიელებმა 2 დარტყმა გააცუდეს და კვლავ მსოფლიოს მიღმა დარჩნენ.
მატჩის მე-15 წუთზე მოიზე კინმა გატუზოს გუნდი დააწინაურა, თუმცა ტაიმის მიწურულს ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ალესანდრო ბასტონი გააძევეს, რის გამოც სკუადრა აძურას მთელი მეორე ტაიმის 10 კაცით ჩატარება მოუწია და მინიმალური უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
ამრიგად, ბოსნია და ჰერცოგოვინა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, იტალია კი 2018 და 2022-ს შემდეგ, ზედიზედ მესამედ დარჩა მთავარ ტურნირს მიღმა.